15:51 - 26 Jul, 2026
|
2022-03-21 10:31:24, 686 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი - ვლადიმერ პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო წარუმატებლობის გამო უტევს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იძლევა ბრძანებებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე, რადგან მისი ჯარი განიცდის სამხედრო წარუმატებლობას, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა. „დღეს ისინი, რუსული ჯარები, არ არიან ეფექტურ ადგილზე მათი მანევრების თვალსაზრისით. ისინი არსებითად შეჩერდნენ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. პენტაგონის ხელმძღვანლემა დასძინა, რომ უკრაინელებმა გამოიჩინეს „საკმარისი მონდომება“, ეფექტურად გამოეყენებინათ აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი და აღჭურვილობა. ცნობისთვის, მანამდე ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისას სერიოზული შეცდომები დაუშვა და საოკუპაციო ჯარის წინსვლა, გეგმის მიხედვით არ წარიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)