15:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 12:20:03, 852 ნახვა

მსოფლიო
გენერალი მალომუჟი - პუტინი ბირთვული ომის შემთხვევაში, ბუნკერს ამზადებს

რუსეთის აგრესორი ქვეყნის მეთაური, ვლადიმირ პუტინი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბირთვულ ღილაკს" დააჭერს, მაგრამ აცნობიერებს, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის დეტონატორი, - ამის შესახებ OBOZREVATEL-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა და არმიის გენერალმა, მიკოლა მალომუჟმა განაცხადა. 

მისი ვარაუდით, რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა ამზადებდეს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით, ბირთვული ომის შემთხვევაში. მისი თქმით, ამას ადასტურებს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები. 

"ბირთვული ომის შემთხვევაში, არის მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები როგორც ქვეყნის, ასევე ჯარების ხელმძღვანელობისთვის. ეს არის დახურული მიწისქვეშა ბუნკერები, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე, მთელი ქალაქი. არის სამხედრო და სამოქალაქო კონტროლის ცენტრები, რადგან იქ მოძრაობს მთავრობა და არა მხოლოდ სამხედროები.

არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან, ავტონომიური ელექტრომომარაგება, გარე წყაროებისგან დამოუკიდებელი, სიცოცხლის მხარდაჭერის ავტონომიური მოდელი, ჰაერის გაწმენდის ჩათვლით. ანუ ბირთვული, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური ომის შემთხვევაში ისინი მთლიანად იკეტება და ავტონომიურად მოქმედებენ.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთ ბუნკერში ორი-სამი თვე იყო შესაძლებელი. მაგრამ ახლა უფრო თანამედროვე საშუალებებია, ასე რომ, ვფიქრობ, შეგიძლიათ იქ დარჩეთ ერთ წლამდე,"- განახადა მალომუჟმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics