|
2022-03-19 10:00:00, 1059 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულებაა საჭირო, თორემ რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რამდენიმე თაობაც არ ეყოფა აღსადგენად
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა უნდა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად. - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს. ,,ეს ომის ფასია. ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა უნდა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად. რუსეთის დედაქალაქში, აქციაზე 200 000-მდე ადამიანი იყო. დაახლოებით ამდენივე რუსი ჯარისკაცი შემოიჭრა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, 14 ათასი გვამი, ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მოსკოვის ამ სტადიონზე. ამ შემოჭრის შედეგად, უკვე ძალიან დიდია რუსეთის დანაკარგი. ", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)