18:57 - 26 Jul, 2026
|
2022-03-18 13:49:05, 642 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთი კიევისთვის S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას არ დაუშვებს
რუსი სამხედროები უკრაინაში იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT- სთან ინტერვიუში. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც მივიჩნევთ იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. “, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან. შეგახსენებთ, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ, ბრატისლავა მზადაა S-300 სისტემები გადასცეს კიევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)