19:08 - 26 Jul, 2026
|
2022-03-18 00:39:49, 924 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოდან უნდა გაირიცხოს. ამის შესახებ ალექსეი დანილოვმა „ტელემარტონის“ ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას არ აპირებს. „არსებობს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ არ აპირებს მის შესრულებას. მაშინ მე მაქვს კითხვა - ამის შემდეგ, რა ესაქმება რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში? იქნებ დროა მისი ამოწერა. იმ მიზეზით, თუ მას არ სურს დაიცვას ცივილიზებულ თანამედროვე სამყაროში არსებული წესები და ნორმები“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)