20:20 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 17:43:21, 726 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ. 

„მივმართავ ევროპარლამენტის ყველა წევრს, აღიარონ, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა", - განაცხადა მინისტრმა.

ოლექსეი რეზნიკოვმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის, მარიუპოლის თეატრზე თავდასხმა და განაცხადა, რომ თეატრს თავს 1 200 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები და ქალები აფარებდნენ. 

ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანი, ვინც პირადად დაბომბა მარიუპოლის თეატრი  „მონსტრია“.

„ალბათ უკვე გაიგეთ, რომ ეს თეატრი იყო ადამიანებისთვის თავშესაფარი, თეატრს 1 200 ადამიანი აფარებდა თავს, უმეტესად ქალები და ბავშვები. რუკებზე შეგიძლიათ ნახოთ, დრონებით, რომ თეატრის წინ იყო წარწერა „ბავშვები“, ისე რომ პილოტს ის დაენახა და მიუხედავად ამისა, თეატრი დაბომბეს", - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics