|
2022-03-17 13:01:39, 994 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის სრული სავაჭრო ბლოკადისკენ მოუწოდებს
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, მიიღონ რიგი სისტემური გადაწყვეტილებები, რომლებიც დაბლოკავს ვაჭრობას რუსეთთან, როგორც ტერორისტ სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია რუსეთთან და მასთან კავშირში მყოფი კომპანიებისთვის ყველა პორტის დახურვაზე, ასევე რუსული და ბელარუსული გადამზიდებისთვის საავტომობილო ქსელზე წვდომის შეზღუდვაზე. „ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების დონეზე ისინი მზად არიან ამ გადაწყვეტილებისთვის. კერძოდ, პოლონეთს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს შეუძლიატ დაბლოკონ სატვირთო მანქანების ტრანზიტი ბელარუსიდან და რუსეთიდან, თუმცა არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ არის მზად ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად", - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)