|
2022-03-16 22:59:41, 659 ნახვა
მსოფლიო
ამინდის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთებზე, გადაადგილება შეიზღუდა
თბილისი– სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ225 (ნატახტრის კვანძი-ბაღდათის კვანძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ135–კმ158 (სურამის კვანძი-ხუნევი) მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებითა და გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ. ასევე, დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)