21:54 - 26 Jul, 2026
|
2022-03-16 13:18:41, 756 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არის კონკრეტული ფორმულირებები, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია
უკრაინა კონფრონტაციული განცხადებებიდან უფრო რეალისტურზე გადავიდა, ზელენსკიმ უკრაინაში არსებული ვითარების რეალური შეფასება დაინახა. - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში არის კონკრეტული ფორმულირებები, რომელზეც შეთანხმება შესაძლებელია. „თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთა არც ისე დიდი ხნის წინ. ეს უფრო რეალისტური შეფასებაა ბატონი ზელენსკის მხრიდან, რადგან მანამდე, მან საკმაოდ კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა“, - განაცხადა მან. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების პოზიციები, სიტუაციის დეესკალაციაზე, „უფრო რეალისტურად ჟღერს“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)