|
2022-03-15 17:27:52, 740 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს - საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა
„მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს და არა ომის დროს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის ასე წარმოჩენა „ბინძური კამპანიის“ ნაწილია. „მთელი გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ზღვარგადასულ კრიტიკას, ცილისმწამებლურ და ბინძურ კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებაში, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. რამდენიმე კომენტარი გავაკეთე და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მეწარმეების ინიციატივის საფუძველზე, ექსპორტთან დაკავშირებით, მიმართვა გაკეთდა 2019 წელს, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს და არა ომის დროს - საკითხის ასე წარმოჩენა ბინძური კამპანიაა, რაც მიუღებელია და ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)