|
2022-03-15 11:27:41, 692 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება
უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება, როდესაც რუსეთს ამოეწურება რესურსი მეზობელზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისში, მაისის დასაწყისში, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა ბევრად ადრე. ვნახოთ, მე ვსაუბრობ უახლოეს შესაძლო თარიღებზე.", - განაცხადა არესტოვიჩმა. თუმცა არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ყველაფერი სრულად გიჟური სცენარით გააგრძელოს და ერთთვიანი სწავლების შემდეგ, უკრაინაში ახალი წვევამდელები გაგზავნოს. ამასთანავე, არესტოვიჩის თქმით, მშვიდობის შეთანხმების შემდეგაც კი, მცირე ტაქტიკური შეტაკებები შესაძლოა დარჩეს ერთი წლის განმავლობაში, თუმცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა და უკრაინაში შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)