|
2022-03-14 16:57:21, 760 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულება - ვისაც „მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის“ გეშინიათ, დაგვეხმარეთ, რათა უფრო დიდი ომი აიცილოთ თავიდან
„ვისაც „მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის“ გეშინიათ, დაეხმარეთ უკრაინას, აიძულოს პუტინი მარცხში და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი სრულად უნდა იზოლირდეს და დაწესებული სანქციებიც კიდევ უნდა გამკაცრდეს. „საზღვარგარეთ, მათთვის, ვისაც „მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის“ ეშინია. უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ დაგვეხმაროთ ბრძოლაში. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი. რუსეთს კი, მეტი სანქციები და მისი სრული იზოლაცია. დაეხმარეთ უკრაინას, აიძულოს პუტინი მარცხში და თავიდან აიცილებთ უფრო დიდ ომს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერ“-ზე. დმიტრო კულებამ იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას რუსეთში ჯერ კიდევ აგრძელებენ, ბოიკოტისკენ მოუწოდა. The Guardian-ის ინფორმაციით, გამართულ ბრიფინგზე კულებამ დასძინა, რომ რუსული გემებისა და ტვირთების გადატანა საერთაშორისო პორტებმაც უნდა აიკრძალონ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)