02:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 11:52:44, 1172 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვა - რუსული ჯარების უმეტესობა კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია განლაგებული

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ძალების დიდი ნაწილი ამჟამად ქალაქ კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრშია განლაგებული. 

სადაზვერვო სამსახურის განცხადების მიხედვით, სავარაუდოდ, რუსები უკრაინის დედაქალაქის ალყისთვის ემზადებიან.

„ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს მისი დაუცველობა უკრაინული კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა მოამზადონ ახალი შეტევითი ოპერაცია უკრაინის დედაქალაქის, კიევის წინააღმდეგ, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics