|
2022-03-10 14:07:56, 565 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულებას განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ შეთანხმდნენ
ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის მოლაპარკებები დასრულდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებს სერგეი ლავროვი შეხვედრაზე ტრადიციულ ნარატივს მიყვებოდა და უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა. კულებას განცხადებით, შეხვედრაზე მინისტრმა უკრაინაში 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზეც ისაუბრა. "საათნახევრიანი დისკუსია მიდოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვთან და თურქეთის საგარეოს მინისტრთან. მინისტრი ლავროვი ტრადიციულ ნარატივს მიჰყებოდა გავაკეთე ყველაფერი, რომ სულ მცირე დიპლომატიური გადაწყევტილება მომენახა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც ვითარდება საბრძოლო რეგიონებში ტრაგიკული მდგომარეობაა მარუპოლში. შეხვედრაზე მოვედი ჰუმანიტარული მიზნებით მომხდარიყო კოლიდორების მოწყობა. ქალაქიდან გამოგვეყვანა მოქალაქეები, ლავროვმა ვერ აიღო ვალდებულება საკუთარ თავზე, თუმცა იგი შესაბამის კონტაქტს დაგვპირდა ამ საკითხზე. ამასთან, ჩვენ წამოვწიეთ 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. პროგრესს ვერ მივაღწიეთ, როგორც ჩანს რუსეთში სხვები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მე მზად ვარ კვლავ შევხვდე აღნიშნულ ფორმატში თუ იქნება დისკუსისთვის მიზნები, როცა ორი საგარეოს მინისტრი ხვდება ერთმანეთს მათ აქვთ მანდატი მშვიდობის საკითხებზე აწარმოონ მოლაპარაკები. მე მზად ვარ მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით გავაგრძელო, რათა გათავისუფლდეს უკრაინის ტერიტორია რუსული ძლებისგან." - განაცხადა დმტრო კულებამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)