|
2022-03-10 00:56:00, 684 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი რუსეთის შემოთავაზებაზე - შეურაცხმყოფელია, ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კრემლის წინადადება, რუსეთსა და ბელორუსში „ევაკუაციის დერეფნების“ გახსნის შესახებ, „აბსურდული“ და უკრაინელი ხალხისადმი „შეურაცხმყოფელია“. მან, ასევე მოსკოვს მოუწოდა, რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფლი ქალაქებიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს, „დაუყოვნებლივ“ უსაფრთხოდ დაატოვებინონ ტერიტორია. „შეურაცხმყოფელია, რომ უკრაინელმა ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო. ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება შემოგვიერთდნენ, რათა მოსკოვს ეს გავაკეთებინოთ. არ არის ევაკუაციის დრო, რომ ორივე მხარეს მოვუწოდებდეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინის ქალაქებიდან უსაფრთხოდ დატოვებისკენ. ეს ბუნდოვანს გახდის იმ ფაქტებს, თუ რატომ არის საჭირო აღნიშნული დერეფნები და ვინ ბლოკავს მათ“, - განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრუსთან შეხვედრის დროს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)