|
2022-03-09 10:05:08, 953 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორია ნულანდი - რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია, არა მგონია, რომ ვინმემ ოდესმე გააცოცხლოს
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, განაცხადა, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“. "ვფიქრობ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ახლა მკვდარია, "არა მგონია, რომ ვინმემ ოდესმე გააცოცხლოს იგი." - განაცხადა ნულანდმა. მისივე განცხადებით, გერმანიის ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის მოწოდებებზე, შეეჩერებინათ ეს 11 მილიარდი დოლარის პროექტი. ოლაფ შოლცის ახალმა მთავრობამ ჯერ შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება, შემდეგ კი, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, გამოაცხადა, რომ სერტიფიცირება არ მოხდებოდა. „ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზემოქმედება გლობალურ ენერგომომარაგებაზე და თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ენერგიის ექსპორტის იარაღი“, - თქვა ნულანდმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)