|
2022-03-08 21:42:56, 828 ნახვა
მსოფლიო
სუმის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინაში, ქალაქიდან ევაკუაცია მალე დასრულდება
უკრაინაში, სუმის რეგიონის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ჟივიცკიმ განაცხადა, რომ ქალაქიდან ევაკუაციის მარშრუტი, ადგილობრივი დროით, საღამოს 7:30 საათზე დაიხურება. ქალაქი სუმი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ძლიერი თავდასხმებს ქვეშ იყო, რის გამოც იგი თითქმის მოწყდა ქვეყნის დანარჩენ ნაწილს. ორშაბათს ღამით ავიაიერიშის შედეგად ქალაქში 21 ადამიანი დაიღუპა. „ამ დროისთვის მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს საკუთარი მანქანებით. ორგანიზებული კოლონა დაიძრა ქალაქ რომნის მიმართულებით, სადაც კერძო მანქანებია. მათ თან ახლავს წითელი ჯვრის მანქანაც. სუმიდან გასვლის ბოლო დროა 19:30. 19:30 საათის შემდეგ საგუშაგო იხურება და სუმის დატოვება შეუძლებელი იქნება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21:00 საათამდეა შეთანხმებული“, - აღნიშნა დმიტრო ჟივიცკიმ „ტელეგრამ“-ის არხზე. ამბავს CNN ავრცელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)