|
2022-03-08 17:49:58, 895 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა მარიუპოლის „ჰუმანიტარული დერეფნის“ დაბომბვის გამო, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც დღეს, ზაპორიჟიიდან ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლამდე გამავალი ჰუმანიტარული დერეფანი დაბომბეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, საჭიროა, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, რათა მან თავისი ვალდებულებები შეასრულოს. „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა! რუსული ძალები ახლა ბომბავენ ჰუმანიტარულ დერეფანს ზაპორიჟიიდან მარიუპოლამდე. 8 სატვირთო მანქანა + 30 ავტობუსი მზადაა მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩასაბარებლად და ზაპორიჟჟიაში მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაყვანად. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, რათა მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - აღნიშნა ოლეგ ნიკოლენკომ „ტვიტერ“-ზე. როგორც Associated Press იუწყება, ავტობუსებს ჰუმანიტარული მარაგი, მათ შორის საკვები და მედიკამენტები ქალაქში უნდა მიეტანათ, შემდეგ კი მშვიდობიანი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. თუმცა, მალევე, მას შემდეგ რაც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ავტობუსები დერეფნისაკენ მიდიოდნენ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ „გაქცევის კორიდორს“ ბომბავდნენ. გამოცემის ცნობით, მერმა ასევე ეჭვი შეიტანა ევაკუაციის შესახებ და განუცხადა BBC-ს, რომ რუსული ძალები განაგრძობდნენ დაბომბვას იმ ტერიტორიის, სადაც ხალხი შეკრებას ცდილობდა. მისი თქმით, ზოგიერთი გზა გადაკეტილია, ნაწილი კი დანაღმულია. მათივე ინფორმაციით, მარიუპოლისთვის ბრძოლა გადამწყვეტია, რადგან მისი აღებით მოსკოვს შეუძლია შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმისაკენ, რომელიც რუსეთმა 2014 წელს წაართვა უკრაინას. ამბავს The Guardian ავრცელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)