|
2022-03-08 13:55:05, 551 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ევროპაში დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის ბრძანება გასცა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, ევროპის სხვადასხვა ნაწილში, ნატო-ს მოკავშირეების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ჯარებისა და აშშ-ის სამხედრო აქტივების განლაგების ბრძანება გასცა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. თავდაცვის დეპარტამენტის ახალი განლაგება 500 სამხედროს განლაგებას გულისხმობს, ამასთანავე, ის მოიცავს KC-135-ის საწვავის შემავსებელი თვითმფრინავების გაგზავნას, - განუცხადა ჟურნალისტს აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა, თუმცა თვითმფრინავების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. CNN წერს, რომ საჰაერო მარდაჭერის ოპერტიული ცენტრიპოლონეთსა და რუმინეთში განლაგდება, ხოლო განკარგულების კომპანია და ტექნიკური კომპანია გაიგზავნება გერმანიაში. ისინი უზრუნველყოფენ დამატებით ლოგისტიკურ დახმარებას პირველი ჯავშანტექნიკის საბრძოლო გუნდისთვის. „ეს არის მხოლოდ 500 სამხედრო, მცირე ქვედანაყოფილები, ძალების განლაგების დაწყებისას ჩვენ ვთქვით, რომ ამ გამოვირცხავთ დამატებითი ძალების შეყვანას. ეს ძალები უჭერენ მხარს იმათ, რომლებიც უკვე გაგზავნილები არიან", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. ამასთანავე, თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი განლაგების ჩათვლით, აშშ-ს ახლა ჰყავს დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, როტაციული ან მუდმივი ბრძანებით, ევროპაში განლაგებული.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)