|
2022-03-07 22:47:10, 766 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერმა კურილის კუნძულებს იაპონიის ძირძველი ტერიტორიები უწოდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ორშაბათს, ქვეყნის პარლამენტში გამართული დებატების დროს, კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილს იაპონიის ძირძველი ტერიტორიები უწოდა. „იაპონიის მიდგომა არის ის, რომ ჩვენ მივიჩნევთ სამხრეთ კურილის კუნძულებს ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებად, ისევე როგორც ტერიტორიებს, რომლებიც ექვემდებარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, უპასუხა კიშიდამ პარლამენტის წევრის შეკითხვას, თუ რა ენას იყენებს იაპონიის მთავრობა, რუსეთთან ურთიერთობისას. ბოლო წლებში იაპონიის ხელისუფლება თავს იკავებდა ფრაზის „ძირძველი ტერიტორიების“ გამოყენებისგან სამხრეთ კურილის გარშემო ვითარების აღწერისას. 28 თებერვალს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორმა ჰიდეკი უიამამ განაცხადა, რომ სამხრეთ კურილის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ტერმინი „ოკუპაცია“ ასევე წლების განმავლობაში არ იყენებდა იაპონიის ხელმძღვანელობა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით განხილვისას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)