|
2022-03-07 14:18:27, 751 ნახვა
მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - ნატო არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, ჩვენი გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზე
ნატო არ დახურავს ცას უკრაინის თავზე, რადგან ეს ნაბიჯი ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. "ცის დახურვა ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს ესვრიან, რაც ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი ხალხი", - თქვა ბერბოკმა. მისი თქმით, ბლოკი პასუხისმგებელია მილიონობით ევროპელის სიცოცხლეზე. არ დავუშვებთ უკრაინაში პუტინის ომი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს და მესამე მსოფლიო ომად იქცეს, ამიტომ "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მშვიდად". გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ პუტინისთვის არ არსებობდა „წითელი ხაზები“, ამიტომ ნატოს აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება სჭირდება, რათა შეეძლოს თავისი მოკავშირეების დაცვა. მანვე დასძინა, რომ სანქციები არ იძლევა მყისიერ ეფექტს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს და განხორციელებიდან მალევე არ უნდა მოიხსნას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)