|
2022-03-07 12:32:44, 790 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა და ათობით ათასი შეუერთდა თავდაცვის ძალებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა რუსეთ-უკრაინის ომის თერთმეტი დღე შეაჯამა და უკრაინელებს მიმართა. "ძვირფასო უკრაინელებო! გმირული წინააღმდეგობის თერთმეტი დღე გავიდა. იმ უზარმაზარი დანაკარგების გამო, რაც მტერს ჰქონდა, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა დროებით შემცირდა. თუმცა, რუსი დამპყრობლები ცდილობენ ძალების კონცენტრირებას და ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან. არ დავკარგოთ სიფხიზლე! "რუსული სამშვიდობოები" ჰუმანიტარული კრიზისით ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლის აღებას. სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელსა და შეუძლებელს ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად. რუსი ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ. ისინი საცხოვრებელ უბნებს ესვრიან. ევაკუაციის დროს მშვიდობიან ადამიანებს ესვრიან." - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. რეზნიკოვის განცხადებით, ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყნის დასაცავად. "ევროპიდან 140 000-ზე მეტი უკრაინელი დაბრუნდა და ათობით ათასი შეუერთდა თავდაცვის ძალებს, რათა ქვეყანა დაიცვან. უკვე მივიღეთ 20 000-ზე მეტი მიმართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებიც მზად არიან ჩავიდნენ და კიევის მხარეს იბრძოლონ. ათწლეულების განმავლობაში რუსები ანადგურებდნენ თავისი ხალხის თავისუფლებას და ღირსებას, რათა მორჩილი მოსახლეობა მიეღოთ. ჩვენ დავიბრუნებთ ოკუპანტების მიერ დროებით დაკავებულ ქალაქებს და სოფლებს. ხერსონმა, კახოვკამ, მელიტოპოლმა და ბერდიანსკმა, დაამტკიცა რომ ეს შესაძლებელია. ერი ერთიანია. დიდება უკრაინას!" -განაცხადა რეზნიკოვმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)