|
2022-03-04 21:16:12, 861 ნახვა
მსოფლიო
კასპის მუნიციპალიტეტი - უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვას უკრაინელი ხალხის დახმარების ჰუმანიტარულ აქციას - პირველი ადგილობრივი ბიზნესმენები გამოეხმაურნენ. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია თავადვე იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ი/მ ნუკრი ბახუაშვილმა 6 დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტი, ხოლო ი/მ სერგო ჯოჯიშვილმა 15 დასახელების პირველადი მოხმარების საგნები მიიტანეს. ტვირთის მიღებასა და დახარისხებაში კასპის მუნიცუიპალიტეტის მერი მონაწილეობდა. „„ფარმადეპო“-ს კასპის ფილიალის ოთხმა თანამშრომელმა კი საკუთარი სახსრებით შეძენილი მედიკამენტებით, ბავშვთა კვების და პირველადი მოხმარების საჭიროებებით გადაწყვიტეს დახმარება. აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონმა, მარინა ხორავამ, რომელიც კასპში ცხოვრობს და თავად გამოსცადა ომის დღეების სიმძიმე, უკრაინელთა დასახმარებლად მედიკამენტები და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მიიტანა. კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს, უკრაინელი ხალხის მდგომარეობის გათავისებისთვის. შეგახსენებთ, რომ შემოწირულობის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით ყოველდღე. მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38. კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები: 599 95 29 13; 599 85 74 24; #გავერთიანდეთ უკრაინისთვის!!!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)