|
2022-03-03 16:34:24, 1318 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს 3 მარტი მიულოცეს
დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების, ვასილ და ნიკოლაი გარაშენკოების დედა, ლარისა გარაშენკო მოინახულა და დედის დღე მიულოცა. ამბავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსლან აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ღირსეული ვაჟკაცების აღზრდისა და მათი გმირული თავდადებისთვის. „დღესვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა 3 მარტი მიულოცა ჟუჟუნა ხარძიანს, რომელმაც ომში 2 შვილი და მეუღლე დაკარგა. დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 266 მეომრის დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)