|
2022-03-03 15:57:45, 809 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ვიცე-პრემიერი - მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლზე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ნატო-ც პასუხისმგებელია
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ნატო ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. აღნიშნულის მიზეზად, იგი ნატო-ს მხრიდან „ფრენის აკრძალული ზონის“ გაძლიერებაზე უარის თქმას ასახელებს. „ფრენის აკრძალული ზონა“ საჰაერო სივრცის ის ნებისმიერი რეგიონია, სადაც ტერიტორიების დაცვის მიზნით, გარკვეულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება არ გააჩნიათ. „არაადამიანურია იმის ცოდნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები დაიღუპებიან ამ გადაწყვეტილების არმიღებით. იმ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი - მათ შორის ორი ბავშვის დედისა და მამის ჩათვლით, რომლებიც გუშინ დაიბადნენ და დღეს უკვე, დაბომბვის შედეგად, მშობლები დაკარგეს - არ არის მხოლოდ რუსეთის ხელზე“, - აღნიშნა ოლჰა სტეფანიშინამ BBC Radio 4-თან საუბრისას. უკრაინის ვიცე-პრემიერმა ზემოთ ნახსენები „არადიპლომატიური“ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დააყოლა, რომ აღნიშნული ინტერვიუ „ბომბის თავშესაფარში“ ჩაწერა. ცნობისთვის, ნატო-ს წევრებმა ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე უარი თქვეს, რადგან ისინი შიშობენ, რომ იგი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს - დასავლეთის საჰაერო ძალებს რუსეთის საჰაერო ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში ჩაითრევს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)