|
2022-02-28 12:28:33, 694 ნახვა
მსოფლიო
კონდოლიზა რაისი - დღეს ქართველები აპროტესტებენ რუსულ ქმედებებს, რაც მეტყველებს, რომ პუტინმა მიზნებს ვერ მიაღწია
დღეს ქართველებს თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს რაც, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია საქართველოში. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა FOX NEW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას 2008 წელს საქართველოში არ გაუკეთებია. "პუტინმა ისეთი რამ გააკეთა უკრაინაში, რაც პირდაპირ გეტყვით, მას საქართველოში 2008 წელს არ გაუკეთებია. ვგულისხმობ, რომ საქართველოში კამპანია შედარებით სწრაფი იყო და ააღვნიშნავ, რომ დღეს დილით ვნახე ომის წინააღმდეგ, მასიური პროტესტის ამსახველი ფოტოები საქართველოდან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ შეინარჩუნა ძალაუფლება 2008 წელს. რუსებმა პირადად მითხრეს, რომ მათ სურდათ სააკაშვილის წასვლა და მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნებოდა ფარული მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დღეს ქართველებს თავისუფლად აპროტესტებენ რუსულ მოქმედებებს რაც, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია საქართველოში. პუტინის იმედგაცრუება, ეს არის ის, რაც უკან დახევას აიძულებს. ", - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)