16:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 12:40:55, 719 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს

რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა, ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა, ეს ტერორია - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის სამხედრო ძალებს. 

მისივე თქმით, რუსებმა პირობა დადეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოიტყუეს, რადგან შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს.

"რთული ღამე იყო, რასაც მტერი აკეთებს ლაჩრობაა. ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა. ეს ტერორია. ისინი შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს ბოროტებაა. ბოროტება, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა და რომელიც უნდა გავანადგუროთ. პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს. შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ელექტრო სადგური, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები ინტენსიური შეტევის სამიზნეა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, კიევში, ხარკოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა გასამართლდეს. უკრაინული ძალები მედგრად დგანან და მტრის გეგმას ანადგურებენ. ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მართალია ეს ძვირი დაგვიჯდება თუმცა, სიცოცხლეზე, სამშობლოზე და თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია", - განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics