19:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 19:27:01, 563 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ინფორმაციას ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო, ტელეგრამით ავრცელებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც ადასტურებს.

„ეროვნული თავდაცა მათ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება ამ საწყობის ბირთვულ ნარჩენებს, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics