19:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 01:01:59, 4680 ნახვა

მსოფლიო
ომი უკრაინაში - ცნობები მოკლედ


 

24/02/2022 - 17:58 ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბრნოსა და კარლოვი ვარში რუსეთის საკონსულოები დაიხურება. პარალელურად ჩეხეთი რუსეთში საკუთარ საკონსულოსაც დაკეტავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.

გარდა ამისა, ოფიციალური პრაღა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას შეაჩერებს და კონსულტაციებისთვის რუსეთიდან და ბელარუსიდან ელჩებს უკან გამოიწვევს.

24/02/2022 - 17:59 პროტესტის ნიშნად, Formula 1-ის ოთხგზის ჩემპიონი, სებასტიან ვეტელი რუსეთში დაგეგმილ გრან-პრიში მონაწილეობას არ მიიღებს
გერმანელი მრბოლელის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინაზე თავდასხმა მისთვის მიუღებელია, რის გამოც ის უარს აცხადებს სოჭის ტრასაზე დაგეგმილ რბოლაში მონაწილეობაზე, რომელიც 25 სექტემბერსაა დაგეგმილი.

24/02/2022 - 17:00 - უეფა 2021-22 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, – იტყობინება სააგენტო Associated Press (AP).

24/02/2022 - 18:05 - რუსეთის ძალებმა კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვარი გაარღვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.

მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.

25/02/2022 - 01:00 ლონდონი არ მოისვენებს, სანამ რუსეთის ეკონომიკა არ განადგურდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

25/02/2022 - 01:03  ნატო არ დაამყარებს აკრძალულ ზონას უკრაინის თავზე, რადგან ეს ალიანსს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში მიიყვანს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics