|
2022-02-22 13:17:52, 636 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა უკვე დაიწყო, ამიტომ რუსეთს სანქციებს დაუწესებენ
რუსეთმა უკრაინაში შეჭრა უკვე დაიწყო, ამიტომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს დაუწესებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე განაცხადა. „შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ უკრაინაში შეჭრა დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტა, ვლადიმერ პუტნმა გადაწყვიტა შეტევა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ჩვენ შემოგთავაზებთ სანქციებს, როგორც ვთქვით, ყოველთვის გავაკეთებთ“,- განუცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა Sky News-ს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი დაემუქრა რუსულ კომპანიებს აშშ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომის შეწყვეტით, ბლოკავს ლონდონში მათი მხირდან კაპიტალის მოზიდვას. ბრიტანეთს ჯერ არ დაუზუსტებია ვინ დაექვემდებარება სანქციებს, მაგრამ პირობა დადო, რომ რუსი ოლიქარგებისთვის ადგილი აუცილებლად იქნება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სანქციები გამოცხადდება ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სანქციებს მაქსიმალურად მიზანმიმართულად მივაქცევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)