|
2022-02-21 10:26:12, 775 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოსკოვსა და პეტერბურგში თავდასხმების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. საელჩო მოქალაქეებს ევაკუაციის გეგმების შედგენისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა შესაძლოა განხროციელდეს სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე, ასევე სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადახედონ პერსონალური უსაფრთხოების გეგმებს, შექმნან ევაკუაციის გეგმები, მოერიდონ ხალხმრავლობას და თან იქონიონ შესაბამისი საიდენტიფიკაციო მოწმობა, მათ შორის აშშ-ს პასპორტი მიმდინარე რუსული ვიზით. განცხადებაში საელჩო უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს და მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ: ადგილობრივ და საერთაშორისო მედიების განახლებულ ინფორმაციებს. მოერიდეთ ხალხმრავლობას. აცნობეთ მეგობრებსა და ოჯახს თქვენი უსაფრთხოების შესახებ. გქონდეს ინფორმაცია გარშემომყოფებზე და დარჩით ნაცნობ გარემოში. იყავით ფხიზლად იმ ადგილებში, სადაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები/მოქალაქეები დასავლეთიდან. თან იქონიეთ შესაბამისი პირადობის მოწმობა, მათ შორის აშშ. პასპორტი რუსეთის მოქმედი ვიზით. გქონდეთ ევაკუაციის ისეთი გეგმა, რომელშიც აშშ-ს მთავრობა არ არის ჩართული.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)