|
2022-02-21 10:14:28, 690 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, დაკარგოს წვდომა ფინანსურ ბაზრებზე
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების ზოგიერთ დეტალს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, განაცხადა. "რუსეთი, პრინციპში, მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე სანქციები არ დაწესდება. მისივე თქმით, დასავლეთმა რუსეთს დიპლომატიის შანსი უნდა მისცეს. „ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის უნდა მივცეთ რუსეთს დიპლომატიისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შანსი. ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)