01:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 16:04:18, 1230 ნახვა

მსოფლიო
19 თებერვლიდან, რუსეთში, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, ბირთვული წვრთნები იწყება

19 თებერვლიდან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი ბირთვულ წვრთნებს იწყებს.

წვრთნებში „ბირთვული ტრიადის“ ძალების ქვეშ, კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენები და რაკეტების გადამტანი წყალქვეშა ნავები იქნება გამოყენებული. ამბის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა იუწყება.

მედიის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობას რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები, სამხრეთის სამხედრო ოლქი, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალები, ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტები მიიღებენ.

„19 თებერვალს, უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ, ჩატარდება სტრატეგიული შეკავების ძალების დაგეგმილი სწავლება, რომლის ფარგლებშიც გაუშვებენ ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics