|
2022-02-18 15:42:17, 1312 ნახვა
მსოფლიო
ოლეკსი რეზნიკოვი - რუსეთი ცდილობს, ოკუპირებული დონბასის აღიარება საქართველოს სცენარით განახორციელოს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ქმნის საფუძველს, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობა საქართველოს მაგალითით შემუშავებული სცენარით აღიაროს. მან ასევე, ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებსაც მიმართა, რომ სპეკულაციები უკრაინის მხრიდან თავდასხმების შესახებ სიცრუეა. „პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი კვლავ ქმნის საფუძველს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება საქართველოში შემუშავებული სცენარით განახორციელოს. მიუხედავად იმისა, განახორციელებენ თუ არა, გეგმა მაინც მზადდება, რათა ეს ვარიანტი ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიების, ან ყირიმის წინააღმდეგ არ გვაქვს არანაირი ძალისმიერი ქმედების ჩადენის განზრახვა. ჩვენ სვლას პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გავაგრძელებთ და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს არ შევუქმნით. მივმართავ ლუგანსკის, ალჩევსკის, დონეცკის, გორლოვკის, იასუნოვატისა და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს: ხალხო, ნუ გეშინიათ, თქვენი მტერი არა უკრაინა, არამედ ისინი არიან, ვინც თითქოს თქვენს კედლებს უკან იმალებიან. არ დაიჯეროთ ჭორები უკრაინის თავდასხმის შესახებ“, - აღნიშნა ოლეკსი რეზნიკოვმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)