01:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 12:53:42, 909 ნახვა

მსოფლიო
უკრაინელი ექსპერტი - დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიკოლა სუნჰუროვსკი აცხადებს, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა, რუსეთმა შესაძლოა ომის დაწყების საბაბად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წელს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა. 

როგორც ექსპერტმა „ეურონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთმა ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებს რუსული პასპორტები, დაცვის საბაბით, გადასცა.

ცნობისთვის, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში 720 000-ზე მეტ ადამიანს რუსეთის პასპორტი მისცა. დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლებს რუსული პასპორტით გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2020 წლის პლებისციტზე ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 

რუსი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში შეჭრა საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით გაამართლოს, რომლებიც დონბასში ასობით ათასი არიან. 

თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლი ბევრად უფრო დაინტერესებულია ამოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების სტატუსის გაურკვევლობაში შენარჩუნებით და იმის ჩვენებით, რომ მათ აქვთ რამდენიმე ვარიანტი მაგიდაზე - იქნება ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარება თუ ძალების განლაგება ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქეების დასაცავად. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics