|
2022-02-18 10:38:31, 805 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - შეტევით ოპერაციებს არ ვგეგმავთ, რუსეთმა ცეცხლის შეწყეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან შეტევითი ოპერაციები არ იგეგმება. „ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები მკაცრად იცავენ მინსკის შეთანხმებას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სასამართლოს ნორმებს, არ გეგმავენ შეტევით ოპერაციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ჩვენ ქმედებები არის თავდაცვითი", - აღნიშნულია განცხადებაში. ვალერი ზალუჟნი აღნიშნავს, რომ 17 თებერვლის 19:00 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყეტის რეჟიმ 47-ჯერ დაირღვა, მათგან 38 მინსკის შეთანხმებით აკრძალულ შეიარაღებას ეხება. „მტერმა იერიში მიიტანა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრა. ამავდროულად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით, რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ", - აცხადებს ძალების მთავარსარდალი. ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც შესაძლოა ადამიანებს ან ინფრასტრუქტურულ ობიექტების მიადგეთ, პროვოკაციაა, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)