|
2022-02-17 22:32:13, 726 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - დღეს, აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად
„დღეს, აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე განაცხადა. მან ასევე, რუსეთს კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატიის გამოყენებისკენ მოუწოდა. „დღეს, აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ მის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაცია, რომელსაც აქ წარმოვადგენ, არის დამტკიცებული იმით, რაც თვეების განმავლობაში ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. გახსოვდეთ, სანამ რუსეთი განმეორებითად მასხრად იგდებდა ჩვენს გაფრთხილებებს, უყურებდა განგაშს, როგორც მელოდრამასა და უაზრობას, ისინი უკრაინის საზღვრებთან შეუჩერებლად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ სამხედროსა და მასიური სამხედრო თავდასხმისთვის საჭირო შესაძლებლობებს. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. ამას მოკავშირეები და პარტნიორებიც ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენი ხმა არ ესმის. თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, ჩვენ შვებას მოგვგვრის, რომ რუსეთმა კურსი იცვალა და დაამტკიცა, რომ ჩვენი პროგნოზები არასწორი იყო. ეს ბევრად უკეთესი გამოსავალი იქნებოდა, ვიდრე ის კურსი, რომელზეც ახლა ვართ და საიმოვნებით მივიღებთ ჩვენს მიმართ არსებულ ნებისმიერ კრიტიკას. ამ შეხვედრებს შეუძლიათ გზა გაუხსნან მთავარი ლიდერების სამიტს დეესკალაციის კონტექსტში, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების ჩვენს საერთო შეშფოთებებზე. როგორც ჩვენი ერების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ვცადოთ ყველაფერი დიპლომატიის წარმატებისთვის, არ დავტოვოთ არცერთი დიპლომატიური ქვა გადაუბრუნებელი. რუსეთის მთავრობამ დღეს შეუძლია ყოველგვარი კვალიფიკაციის, ეკვივოკაციისა და არიდების გარეშე გამოაცხადოს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, თქვან ეს მკაფიოდ, ნათლად განუცხადონ მსოფლიოს და შემდეგ, ამის დემონსტრაცია მოახდინონ ჯარისკაცების, ტანკების, თვითმფრინავების ანგარებში დაბრუნებითა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დიპლომატების გაგზავნით. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ეხსომება ეს მონდომება, ან ამაზე უარის თქმა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)