|
2022-02-17 22:06:36, 742 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პასუხი აშშ-ს - პასუხი კონსტრუქციული არ ყოფილა, ამიტომ რუსეთი იძულებული იქნება, სამხედრო ხასიათის გზებითაც იმოქმედოს
„რუსეთი იძულებული იქნება, თუნდაც სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზებითაც იმოქმედოს“, - ამის შესახებ რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისადმი გაგზავნილ „უსაფრთხოების გარანტიების“ პასუხში წერია. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზად კრემლი ასახელებს, რომ აშშ-მ რუსეთის მიერ მომზადებული „უსაფრთხოების გარანტიების“ შეთანხმების ძირეულ ელემენტებზე (2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან წაღებასთან დაკავშირებით), კონსტრუქციული პასუხი არ გასცა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეტის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმა არც არსებობს და არც იგეგმება. „ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გაგვცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მიერ მომზადებული აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების ძირეულ ელემენტებზე. რადგან ამერიკისგან არაა მზაობა აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველმყოფ, მყარ, იურიდიულად დამავალდებულებელ შეთანხმებაზე, რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის გზების განხორციელებით“, - აღნიშნულია რუსეთის პასუხში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)