02:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 12:06:03, 575 ნახვა

მსოფლიო
ლიზ ტრასი - ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის კრიზისი კიდევ თვეების განმავლობაში გააჭიანუროს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უკრაინის კრიზისი კიდევ თვეების განმავლობაში გააჭიანუროს.

„რუსეთმა უკრაინის კრიზისი, შესაძლოა, კვირების ან თვეების განმავლობაში გააჭიანუროს იმ მიზნით, რომ უკრაინა დაამხოს და დასავლურ ერთიანობას დაუპირისპირდეს“, - განაცხადა  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთანავე, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრის ტერიტორიიდან გადის.

„არ უნდა მოგვადუნოს უსაფრთხოების ცრუ განცდამ რუსეთისგან იმის მტკიცებით, რომ ჯარის ნაწილი ყაზარმაში ბრუნდება, მაშინ, როცა რეალურად რუსული სამხედრო მობილიზების შემცირების ნიშნები არ ჩანს“, - დასძინა ლიზ ტრასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics