|
2022-02-17 10:52:23, 576 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეს კრიზისია, რომელიც შექმნა მოსკოვმა, ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, თუმცა მზად ვართ ამისთვის
ეს არის კრიზისი, რომელიც შექმნა მოსკოვმა, ჩვენ არ აგვირჩევია დაპირისპირება, თუმცა მზად ვართ ამისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის კრიზისი მხოლოდ მას არ ეხება და მეტს ნიშნავს, რაც გულისხმობს სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად ყოფნის სურვილს და იდეას, რომ კრემლმა გადაწყვიტოს, რა სურთ უკრაინელებს, ევროპა უბრალოდ ვერ მიიღებს. „ჩვენ ახლა ორი განსხვავებული მომავალი გვაქვს წინ. ერთში, კრემლი გადაწყვეტს ომის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ, უზარმაზარი ადამიანური ხარჯებით, ეს მოსკოვის ურთიერთობას ჩვენთან სერიოზულად დააზიანებს. დაიწყება მკაცრი სანქიები, რაც მძიმე შედეგებს მიიტანს რუსეთის ეკონომიკაზე და მისი მოდერნიზაციის პერსპექტივაზე, თუმცა, შესაძლებელია სხვა მომავალიც, რომელშიც რუსეთი და ევროპა ითანამშრომლებენ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მომავალი, რომელშიც თავისუფალი ქვეყნები ერთად, მშვიდობიანად იმუშავებენ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)