|
2022-02-16 22:54:32, 666 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მკაცრად და ერთობლივად მოუწოდებენ
ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები რუსეთს მკაცრად მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის საზღვრრიდან რუსული სამხედრო ძალები და აირჩიოს დიპლომატიის გზა. განცხადების მიხედვით, ალიანსის წევრი ქვეყნები მზად არიან, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი საზღვაო, საჰაერო საშუალებები დაამატონ და გაზარდონ სამხედრო ძალების მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ნატო ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგული რჩება. „ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ რუსეთის ძალზე ფართომასშტაბიანი, არაფრით პროვოცირებული და უსაფუძვლო სამხედრო ფორმირებით უკრაინის გარშემო და ბელარუსში. ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დიპლომატიის გზა აირჩიოს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)