03:41 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 13:36:36, 797 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები დღეს მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდებიან

რუსეთის სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები დღეს დაიწყებენ დაბრუნებას მუდმივი განლაგების ადგილებზე უკრაინის საზღვართან „სწავლების სერიის“ დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ  ინტერფაქსი იუწყება თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

„სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის დატვირთვა და დღესვე დაიწყებენ მოძრაობას სამხედრო გარნიზონებში. ცალკეული ქვედანაყოფები სამხედრო კოლონების შემადგენლობაში საკუთარ მსვლელობას განახორციელებენ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, იუწყება "რია ნოვოსტი".

რომელი სავარჯიშოების დასრულებაზეა საუბარი, არ არის მითითებული. 10-20 თებერვალს ბელორუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნები „Allied Resolve“ გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტრო ასევე გეგმავდა 13-დან 19 თებერვლამდე შავ ზღვაში საზღვაო მანევრების ჩატარებას, ამის გამო რუსეთმა შავი და აზოვის ზღვების ზოგიერთი მონაკვეთი ნაოსნობისთვის საშიშად გამოაცხადა.

”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კომპლექსი ჯარების და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. მათში თითქმის ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ძალები მონაწილეობენ“, - განაცხადა კონაშენკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics