|
2022-02-15 10:41:38, 852 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტიურობს ზრდაა და მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას,, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 12 თებერვალს, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის საელჩოდან აშშ-ის თანამშრომლების გაყვანის განკარგულება გასცა. არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში. ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციის მიზეზებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს ქვეყანაში კანონის თვითნებურად აღსრულებისა და დაკავების საფრთხეს, ასევე კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)