|
2022-02-14 10:16:40, 699 ნახვა
მსოფლიო
ჯეიკ სალივანი - რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, არ მივცემთ შესაძლებლობას თავდასხმისთვის ცრუ საბაბი შექმნას
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში და იმის შესაძლებლობას არ მისცემენ რომ მოულოდნელი თავდასხმისას ბრალი უკრაინას ამ მსოფლიოს დასდოს. მისი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას უახლოეს ხანში, მათ შორის 20 თებერვლამდე, ოლიმპიადის დასრულებამდე. "ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ დღე, თუმცა ვამბობთ, რომ რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში, მათ შორის მომავალ კვირაშიც, ოლიმპიადის დასრულებამდე. ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ", - განაცხადა სალივანმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)