|
2022-02-11 20:00:44, 7302 ნახვა
კულტურა
სახალხო არტისტი ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა.
ქართველი კინოოპერატორი და საქართველოს სახალხო არტისტი, ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა. იგი 1934 წლის 2 ოქტომბერს თბილისში, დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1975 წელს კი მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით. ასევე, იგი 1979 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა. ლომარ ახვლედიანი კინემატოგრაფისტთა კონფედერაციის წევრი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი იყო. მას ისეთი ფილმები გადაიღო, როგორებიცაა: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)