07:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-07 10:42:59, 782 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ გადავდგათ საჭირო ნაბიჯები - პასუხი იქნება ერთიანი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას.

როგორც გერმანიის კანცლერმა Washington Post-თან ინერვიუში განაცხადა, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს საფრთხე დაემუქრა, გერმანიის მთავრობა საკითხს ძლიერად დაუდგება.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება აშშ-ის მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან ძლიერები, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზე დევს. გთხოვთ, გაიგოთ, რომ მე არ შევეხები რაიმე კონკრეტულს, მაგრამ ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“, - განაცხადა კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics