|
2022-02-02 15:29:14, 901 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში ელექტრონული კომერციის აკადემია ამოქმედდება
„თიბისისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნა. ელექტრონული კომერციის აკადემია არის საგანმანათლებლო ინიციატივა პროფესიული მოდამზადების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული შესაძლებლობებისა და უნარების განვითარებას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ელექტრონული კომერციის ციკლის სხვადასხვა ეტაპზე დასაქმების მსურველთათვის. ელექტრონული კომერციის აკადემიის მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ელექტრონული კომერციის დანერგვასა და განვითარებას კვალიფიცირებული და პროფესიონალი კადრების მიწოდების უზრუნველყოფის მეშვეობით. აკადემია ითვალისწინებს 4-თვიან ინტენსიურ პროფესიული მომზადების პროგრამას დამწყები ელექტრონული კომერციის მენეჯერებისათვის. პროგრამა მოიცავს 14-კვირიან სასწავლო ციკლს, რომელიც განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. თითო სასწავლო ციკლის ფარგლებში 25 სტუდენტი, მათ შორის, 5 სტუდენტი - ახალგაზრდები, სპეციალური საჭიროების მქონე პირები, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, თეორიული და პრაქტიკული მენტორობის პროგრამის ფარგლებში გაეცნობიან და დაეუფლებიან ელექტრონული კომერციის ფუნდამენტურ ასპექტებს, თეორიულ მოდელებს, მართვის მექანიზმებს და გზებს და ზოგადად, ციფრული ეკოსისტემის შესახებ ცოდნას მიიღებენ. პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც მიიღებენ ელექტრონული კომერციის ასოციაციის სტატეგიული მენეჯერის კვალიფიკაციას, შეძლებენ კომპანიის საჭიროებებზე დაყრდნობით, ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დიზაინს, დაგეგმარებას, დანერგვასა და მართვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელ.კომერციის აკადემიისათვის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენა, პარტნიორი აკადემიური, კერძო და საჯარო ორგანიზაციების მოძიება, და რაც მთავარია, ონლაინ სასწავლო პლატფორმის შექმნა. ელექტრონული კომერციის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, აკადემია წარმოდგენილი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში სასწავლო, ისე ონლაინ სასწავლო მოდულებით. ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება ელ.კომერციის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულები როგორც ელ.კომერციის აკადემიის, ისე სხვა მესამე მხარეთა მიერ. აკადემიაში სწავლის მსურველები, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს:
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)