01:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 12:28:23, 660 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე დაავადებული და დაზიანებული ხეები ჯანსაღი ნარგავებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებული დაავადებული ხეების მდგომარეობის  ამსახველი ფოტომასალა წარმოადგინა.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციით, გამზირზე სანიტარიული ჭრები ჩატარდება.  

„როგორც იცით, დაწყებულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია. მთლიანად გვაქვს დაგეგმილი ამ გამზირის განახლება, მოწესრიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გვიწევს არსებული დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეების მოჭრა და მათი ახალი ნარგავებით ჩანაცვლება. ჩვენმა სამსახურებმა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მთლიანად გამზირზე ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics