|
2022-02-02 11:33:28, 751 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით „ALLPRINT“-ი წარმოებას აფართოვებს
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, უკვე 20-ზე მეტი ქართული საწარმო ჩაერთო მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტში. ერთ-ერთი მონაწილე კი “ALLPRINT”-ია. „დღეისათვის ALLPRINT-ი სარეკლამო წარმოებისთვის საჭირო ყველა დაზგა-დანადგარითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მობილურობა ვაქციოთ და შესაბამისად, უმოკლეს დროში შევასრულოთ დიდი მოცულობის სამუშაო. ჩვენი მიზანია, გვყავდეს მუდამ კმაყოფილი მომხმარებელი, ვიყოთ ინოვაციურები და ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სწორედ ამიტომ, წარმოების პროცესში მხოლოდ მაღალი ხარისხის სარეკლამო მასალებს ვიყენებთ და მუდმივად ვცდილობთ, ვიპოვოთ განვითარების ახალი შესაძლებლობები. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში მონაწილეობის მიღებაც ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. ექსპორტის და სხვა მიმართულებებით გავლილი ტრენინგების ფარგლებში, მივიღეთ გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ წარმოება და მომხმარებელს მეტი სიახლე შევთავაზოთ“- აცხადებს “ALLPRINT”-ის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი მთიულიშვილი. "საქართველოს ბანკი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდასა და განვითარებაში. პროგრამა მონაწილე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. მინდა, წარმატება ვუსურვო “ALLPRINT”-ს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)