|
2022-02-01 10:21:22, 726 ნახვა
მსოფლიო
ჯენ ფსაკი - რუსეთის პრეზიდენტის წრიდან იმ ადამიანების სია მოვამზადეთ, რომელთაც სანქციები ემუქრებათ
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან სია მოამზადა, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. პრესმდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, შეიმუშავა სანქციების პაკეტები რუსული ელიტებისა და მათი ოჯახებისთვის. "ადამიანები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში ან მონაწილეობენ კრემლის დესტრუქციულ ქმედებაში. ამ ადამიანებიდან ბევრი მათგანი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ დააზარალებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)